კალათა

დეტალურად

19 წლის სალი ქეროლი ტიპური სამხრეთელია. გოგონას სამხრეთული ტემპერამენტი სიგიჟეების კეთებისკენ უბიძგებს. ენერგიის დასახარჯად განსხვავებული გარემო, სხვა სამყარო სჭირდება... მან იცის, რა უნდა და რატომ. ჰოდა, მომავალ საცხოვრებლად ჩრდილოეთს, ცხოვრების მეგზურად კი იანკის ირჩევს. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობა „ყინულის სასახლე“ ჩრდილოეთისა და სამხრეთის − ორი განსხვავებული სამყაროს კულტურულ, სოციალურ, მენტალურ წინააღმდეგობასა და დაპირისპირებაზე მოგვითხრობს, უფრო სწორად პიროვნების როლსა და ადგილზე უცხო საზოგადოებასა თუ გეოგრაფიულ გარემოში, რომელიც ხშირად ყინულის სასახლის დარბაზებივით ცივი და პირქუშია.
  • თავი 1
  • თავი 2
  • თავი 3
  • თავი 4
  • თავი 5
  • თავი 6