კალათა

დეტალურად

ჰარამხანა – სასიყვარულო მოგზაურობა

ასლი სანჯარი

გამომცემლობა საგა

მთარგმნელი ნანა ჯანაშია

რომანი

თარგმანი თურქულიდან

თურქული წარმომავლობის ამერიკელი მწერლის, ასლი სანჯარის „ჰარამხანაში“ აღწერილია ამბავი ჩრდილოკავკასიიდან მოტაცებული და სტამბოლში ტყვედ გაყიდული ჩერქეზი გოგონასი, რომელიც სულთნის ჰარამხანაში ხვდება. წიგნში ცოცხალი ფერებით, ძალდაუტანებლად, რეალისტურად არის გადმოცემული ოსმალო ქალების, აგრეთვე ოსმალეთში ტყვედ გაყიდული და სულთნის ჰარამხანაში მოხვედრილი ჩერქეზი, ქართველი თუ სხვა ეროვნების ქალთა ცხოვრება; მათი ადგილი ოსმალური ტრადიციების, სასახლის კულტურის, ჰარამხანის წეს-ჩვეულებების ფონზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებოა წიგნში მოთხრობილი ამბები დღესდღეობით ესოდენ აქტუალური ფემინისტური და ორიენტალისტური პროპაგანდის ფონზე, რომლის გავლენითაც გავრცელებულია აზრი და რწმენა, რომ ჰარამხანაში ქალი გისოსებში იყო გამომწყვდეული და განვითარება და იურიდიული უფლებები შეზღუდული ჰქონდა. ამ თემისადმი მიძღვნილი ათობით წიგნის მიუხედავად, დღის სინათლეზე ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი ის ჭეშმარიტება, რომ ჰარამხანა იყო ინსტიტუტი, რომელიც სისტემურად და მოწესრიგებულად ფუნქციონირებდა. ამ თვალსაზრისით, წიგნი ნაწილობრივ მაინც ანგრევს ჰარამხანის შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპს. მით უფრო, რომ ნაწარმოებს აშკარად ეტყობა ქალის ხელი.
  • I თავი – 1858 წლის გაზაფხული / სამხრეთ-დასავლეთი კავკასია
  • II თავი – 1858 წლის ზაფხული / ბეილერბეი, სტამბოლი
  • III თავი – 1858 წელი / დოლმაბაჰჩეს სასახლე
  • IV თავი – 1858 / ბეილერბეი
  • V თავი – 1867 / დოლმაბაჰჩეს სასახლე
  • VI თავი – 1867 / დოლმაბაჰჩეს სასახლე
  • VII თავი – 1867 / ბეილერბეი
  • VIII თავი – 1867 / ბეილერბეი
  • IX თავი – ბეილერბეი
  • X თავი
  • სქოლიო