რუსეთის სახელმწიფო – ჯალათი, რომელიც კლავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, თვით ადამიანებს, საღ აზრს, სიმართლეს, სიყვარულსა და ყოველივე საკაცობრიო სიკეთეს; კრემლის მზაკვრულმა, ბოროტმა სისტემამ ჩამოაყალიბა სამყარო, სადაც „ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია“. ეს ნაწარმოები გამაოგნებელი პორტრეტია თანამედროვე რუსეთისა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა პიტერ პომერანცევმა ამ ქვეყანაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. წიგნში დიდი ოსტატობით, დახვეწილი, გონებამახვილური სტილით მოთხრობილი ამბები მათთვისაც კი შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვისაც საბჭოთა იმპერიაში უცხოვრია, რადგან დღევანდელი რუსეთი საყოველთაო კორუფციაში, ძალადობაში, სიცრუეში, გამომათაყვანებელ პროპაგანდაში ჩაფლული უნუგეშო ადგილია. აქ ადამიანის პიროვნულ მთლიანობას სისტემა ხლეჩს: სიურრეალისტურ გარემოში არსებობენ მოძალადე „ჯოჯოხეთის ანგელოზები“, რომლებსაც თავი მესიად წარმოუდგენიათ, პროფესიონალი მკვლელები რომანებს წერენ, ხელოვანები კრემლის მეთოჯინეებად ქცეულან, ნებადართულ ტოტალურ სექტებს თავიანთი მიმდევრები თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, ოლიგარქების ქონება კი თვით პრეზიდენტის საკუთრებაა. რუსეთი მსოფლიო წესრიგს ახალ, სრულიად არაორაზროვან გამოწვევას უგზავნის და განუწყვეტლივ ემუქრება. მთელი ამ თვალთმაქცური, დამღუპველი პროცესის წარმმართველი ძალა კი ტელევიზიაა, რომელიც უზარმაზარი ქვეყნის ცნობიერებას კრემლის ნებით მართავს და პოლიტიკურ-ეთნიკურ ვაკუუმს ქმნის.
- მოქმედება I. რეალური შოუ – რუსეთი
- ქალაქი, რომელიც აჩქარებული ტემპით ცხოვრობს
- არავითარი კომპლექსი
- ჩვენი დროის გმირი
- რუსეთი დღეს
- გამარჯობა-ნახვამდის
- შემოქმედების მწვერვალები
- მოქმედება II. ბზარები კრემლის მატრიცაში
- მერე კი იღვიძებ და, ღმერთო ჩემო, ბრალდებული ხარ!
- სხვა რუსეთი
- საიდუმლო რიტუალები
- ზაფხულის ღამის სიზმრები
- მოქმედება III. ბოდვის სახეები
- დაკარგული გოგონები
- სექტების მოკლე ისტორია პოსტსაბჭოთა რუსეთში
- სიცარიელის ძახილი
- ოფშორი
- ნამდვილი არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია
- სქოლიო