კალათა

დეტალურად

„ეს ყველამ უნდა იცოდეს! ყველამ უნდა გაიგოს რა მოხდა სინამდვილეში და რატომ! აუცილებლად დაწერეთ წიგნი, რომ ყველას შეეძლოს ამის გაგება!“ - ასეთი თხოვნით მომმართა ბევრმა თანამოქალაქემ 2010 წლის აგვისტოში საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხზე ჩემი რამდენიმე გამოსვლის შემდეგ. იმ გამოსვლებში საშუალება მომეცა მეამბო ჩვენი ხალხისათვის, როგორ მივედით 2008 წლის 7 აგვისტომდე, რატომ და როგორ მოხდა ის აბსურდული ომი და რა ხდება მას შემდეგ. რჩევა და თხოვნა, დამეწერა ამაზე წიგნი, ადრეც მომისმენია, ძირითადად ჩემი ნაცნობებისაგან, მათ შორის დასავლელი დიპლომატებისა და ექსპერტებისაგან, ვისაც ახსოვდა ქართული პოლიტიკის ჩემი ანალიზი და პროგნოზები, მაგრამ 2010 წლის აგვისტოში ჩემი სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ ამას მასობრივად მთხოვდნენ ჩემთვის უცნობი თანამოქალაქეები (კიდევ ერთხელ ვიგრძენი ტელევიზიის ძალა!). ადრეც მინდოდა თავი მომეყარა მასალებისათვის და კიდევ ერთხელ გამეაზრებინა ყველაფერი, რისი მოწმე და ზოგჯერ მონაწილეც გავხდი 1992 წლის გაზაფხულიდან დღემდე. თანამოქალაქეების მასობრივმა თხოვნამ დიდი სტიმული მომცა. მიუხედავად ყოველდღიური, სავალდებულო საქმეებით დატვირთულობისა, შევუდექი მუშაობას. პროცესი ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მასალების შეგროვების, დახარისხებისა და გაანალიზებისას თვისობრივად ახალ დონეზე გავიაზრე ყველაფერი. მესმის, რომ დღევანდელ პირობებში წიგნის გამოცემა ვერ განაპირობებს იმას, რომ „ყველამ გაიგოს, რა მოხდა და რატომ“ - წიგნს დღეს, როგორც წესი, გაცილებით ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე მაყურებელი სატელევიზიო გადაცემას ან, თუნდაც, მკითხველი - პოპულარულ გაზეთს. მაგრამ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ წიგნში ერთადაა თავმოყრილი ბევრი საგულისხმო ფაქტი და რომ მართალი წიგნი უძლებს დროის გამოცდას.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მადლიერების სიტყვები
  • თავი I
    • გადარჩენის ხელოვნება
    • წითელი ხაზები
    • ახალი კურსი
  • თავი II
    • „ორმა იცის, ღორმა იცის“
    • ხელჩართული ბრძოლა აფროამერიკელებთან ზემო სვანეთში
    • „დიდი დარტყმა სუსტ, დაუცველ და დაბნეულ რუსეთს“
  • თავი III
    • „Russian - страшен“
    • „ფანდარასტ 007“, ანუ „სრული სიყალბე და ფიქცია“
  • თავი IV
    • 2007 წლის 7 ნოემბერი, ანუ „ერთი ადამიანის ფსიქოპათიური შეტევა“
    • არჩევნები
    • MAP ანუ „თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო“
    • „Хоть в НАТО, хоть на три буквы“
    • ბლიცკრიგის იმედით ანუ იდეაფიქსი
  • თავი V
    • საქართველო-დასავლეთი-რუსეთი-საქართველო: ცივილიზაციების შეჯახება და დიდი გაუგებრობა
    • „მოყანყალებული კბილი“ „აუკანკალებელი“ ხელის წინააღმდეგ
  • თავი VI
    • Let’s move away! - ანუ სპრინტი სტალინის მშობლიურ ქალაქში
    • დასავლეთი და რუსეთი
    • A friend in need is a friend indeed
    • როგორ გადაურჩა თბილის-ქალაქი მორიგ „გათავისუფლებას“, სააკაშვილი კი „ორი ადგილით“ ჩამოკიდებას
    • „მიშამ შეიძლება ადამიანები შეაშფოთოს“
    • აგვისტოს ნანგრევები
  • თავი VII
    • ახალგორი: შეგუება ახალ რეალობასთან
    • „კუდით ქვის სროლა“ პერევში (2008 წლის 12 დეკემბერი)
    • „თემურას გაკეთებულია ყველაფერი!“ - ქართული მითები და რეალობა
    • პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება
    • „ომი გაგრძელდა...გაძნელდა...“
    • „ძმარს ვადენ ცხვირიდან საქართველოს მტრებს“
  • თავი VIII
    • უპირობო დიალოგი რუსეთთან დეოკუპაციაზე - შოლტი და ნუგბარი
    • „We’re not throwing the Georgians under a bus“
    • ეს ომი არ უნდა მომხდარიყო
    • Quo vadis Georgia
  • ბიბლიოგრაფია
  • სქოლიო