25 მოკლე ესე, ნოველა და ჩანახატი – დაწერილი ფრონტის წინა ხაზიდან, მეომრისა და პოეტის, არტურ დრონის მიერ. ეს კრებული ომის კლასიკური ლიტერატურული კანონის პირდაპირი, გაბედული დეკონსტრუქციაა. დრონი პირდაპირ უპირისპირდება მე-20 საუკუნის ლიტერატურულ გოლიათებს – ერნესტ ჰემინგუეის, ერიხ მარია რემარკსა და „დაკარგული თაობის“ მითს. თუ ტრადიციული ომის ლიტერატურა ჯარისკაცებს პოლიტიკური ელიტების აბსტრაქტულ, უაზრო კონფლიქტში მსხვერპლად წარმოაჩენდა, უკრაინაში ეს მსოფლმხედველობა აზრს სრულად კარგავს. აქ ომი არ არის შორეული ტრაგედია – ეს არის ბრძოლა საკუთარი სახლისა და ოჯახის გადასარჩენად. პაციფისტური დისტანცირება თუ ომის რომანტიზება უძლურია მაშინ, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რას იცავ განადგურებისგან.
- მთარგმნელის წინასიტყვაობა
- წინასიტყვაობა
- თხრობა პირველი
- I
- სანგრის ღმერთი
- პოლონური მივინა ჭიქებში
- ორი ზოლი მეჩნიკოვის ქუჩაზე
- გმირებს არ ენაცვლებიან
- ბოლომდე
- სანია. ველოსიპედის კამერა
- ვალია და ტოლიკი
- ფოტოები ტელეფონში
- ისინი გიყვარს
- ნდობის კარი
- უახლესი აღთქმა
- ხუთი სიზმარი და ერთ-ნახევარი გაღვიძება
- მეორე ამბავი
- II
- აღმოსავლეთ ფრონტზე ვითარება შეიცვალა
- ჰემინგუეიმ არაფერი იცის
- კულტურა ზურგჩანთაში
- ჟენია. HE, SHE, IT
- მარადის შენზე
- ამბავი მესამე
- III
- პლასტუნკა
- კიდევ ერთი სიზმარი და გამოღვიძება
- ლუბა. მე მაინც დაველოდები
- სიტყვებით თამაში
- ეპილოგი
- სქოლიო