კალათა

დეტალურად

ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი დაიბადა ლიონის გარეუბანში. ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული და კომპოზიტორის კარიერაზეც კი ფიქრობდა. ლიტერატურისაკენ ლტოლვამ კი ყველა მისი სხვა გატაცება დასჯაბნა. პირველი წიგნი თერთმეტი წლის ასაკში დაწერა, პირველი პიესა „გრეგუარი...“ თექვსმეტისამ. 1993 წელს დაწერილი მისი მორიგი პიესა „სტუმარი“, რომელიც ზიგმუნდ ფროიდისა და ღმერთს შორის გამართულ დიალოგს ეყრდნობა, კრიტიკის მოწონებას დაიმსახურებს. ხსენებული პიესა დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზეც. „სტუმარი“ ორჯერ დაჯილდოვდა „მოლიერით“ (თეატრალური პრიზი საფრანგეთში). მწერალს განსაკუთრებით ხელეწიფება ნოველები. 2011 წელს მას გადაეცა ძმები გონკურების სახელობის პრესტიჟული პრიზი ნოველების კრებულისათვის სახელწოდებით „კონცერტი „ანგელოზის ხსოვნას“. ეს კრებული ოთხ ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარ პერსონაჟებს ერთი რამ აქვთ საერთო - მათ წარსულში მოხდა რაღაც დაუვიწყარი, რის გამოც ახლა სინდისი ქენჯნით, მოგონებებს ებრძვიან და სულიერი ტანჯვისას განიცდიან კათარზისს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ქალი, რომელიც მამაკაცებს წამლავდა
  • დაბრუნება
  • კონცერტი „ანგელოზის ხსოვნას“
  • სიყვარული ელისეს სასახლეში
  • მწერლის დღიური
  • სქოლიო