კალათა

დეტალურად

სტალინი ბოროტების სიმბოლო, თუმცა ამავე დროს, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა. ამ ბიოგრაფიულ რომანში ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების სკანდალურ და აქამდე უცნობ ფაქტებს დაბადებიდან რევოლუციონერობამდე – როგორ და რატომ იქცა სემინარიელი ბიჭი ჯერ მეამბოხედ და შემდეგ სასტიკ მმართველად. ეს არის თავგადასავალი ქართველი მეწაღის შვილისა, რომელიც მოგვიანებით უზარმაზარი იმპერიის „წითელი მეფე“ გახდა. წიგნი გამოუქვეყნებელ და ფართო მასებისთვის უცნობ დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ავტორი ასევე დაეყრდნო თვითმხილველთა და მათ მემკვიდრეთა ნაამბობს. წიგნს თან ერთვის საინტერესო ფოტომასალა (70-მდე ფოტო), რომელიც მკითხველს ახალგაზრდა სტალინის მოღვაწეობისა და ცხოვრების თანამგზავრების შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პროლოგი. ბანკის გაძარცვა
  • პირველი ნაწილი
    • I. კეკეს სასწაული: სოსო
    • 2. გიჟი ბესო
    • 3. მოჩხუბრები, მოჭიდავეები და მგალობლები
    • 4. ჩამოხრჩობა გორში
    • 5. პოეტი და სამღვდელოება
    • 6. „თვალებანთებული ახალგაზრდა“
    • 7. საძინებლების ბრძოლა: სოსო „შავი ლაქას“ წინააღმდეგ
    • 8. „მეტეოროლოგები“ - პარტიები და თავადები
    • 9. სტალინი იატაკქვეშეთში მიდის: კონსპირაცია
    • 10. „მე როტშილდებისთვის ვმუშაობ!“ - ცეცხლი და დაპატიმრება ბათუმში
  • მეორე ნაწილი
    • 11. პატიმარი
    • 12. გაყინული ქართველი: ციმბირი
    • 13. მაცდური ბოლშევიკი ქალი
    • 14. 1905: მთის მეფე
    • 15. 1905: მოჩხუბრები, ლაქიები და მკერავები
    • 16. 1905 წელი: მთის არწივი - სტალინი ლენინს ხვდება
    • 17. ფოსტალიონი: ქორწინება, არეულობა და შვედეთი
    • 18. მეკობრე და მამა
    • 19. სტალინი ლონდონში
    • 20. კამოს სიგიჟე: ბანდიტებისა და კაზაკების თამაში
    • 21. კატოს ტრაგედია: გულქვა სტალინი
    • 22. შავი ქალაქის ბოსი: პლუტოკრატები, რეკეტიორები და მეკობრეები
    • 23. ტილების შეჯიბრი, მკვლელობა და სიგიჟე - ციხის თამაშები
    • 24. „მდინარის მამალი“ და არისტოკრატი ქალი
    • 25. „მერძევე“. იყო თუ არა სტალინი საიდუმლო პოლიციის აგენტი?
  • მესამე ნაწილი
    • 26. ორი მიტოვებული პატარძალი და ფეხმძიმე გლეხის ქალი
    • 27. ცენტრალური კომიტეტი და „კოპწია“ მოსწავლე
    • 28. „გახსოვდეს ეს სახელი და იყავი ძალიან ფრთხილად!“
    • 29. გაქცეული: კამოს ნახტომი და უკანასკნელი ძარცვა
    • 30. მოგზაურობა იდუმალ ვალენტინასთან ერთად
    • 31. ვენა, 1913 წელი: არაჩვეულებრივი ქართველი, ავსტრიელი მხატვარი და მოხუცი იმპერატორი
    • 32. საიდუმლო პოლიციის მეჯლისი: ღალატი
  • მეოთხე ნაწილი
    • 33. „ძვირფასო, მე სასოწარკვეთილი ვარ!“
    • 34. 1914: სექსუალური კომედია არქტიკაში
    • 35. მონადირე
    • 36. ციმბირის რობინზონ კრუზო
    • 37. ირმებშებმული მარხილი და ციმბირელი შვილი
  • მეხუთე ნაწილი
    • 38. 1917 წლის გაზაფხული: დაბნეული ლიდერი
    • 39. 1917 წლის ზაფხული: მეზღვაურები ქუჩაში
    • 40. 1917 წლის შემოდგომა: სოსო და ნადია
    • 41. 1917 წლის ზამთარი: უკუთვლა
    • 42. 1917 წლის ბრწყინვალე ოქტომბერი: ნაჩქარევი აჯანყება
    • 43. ძალაუფლება: სტალინი ჩრდილიდან გამოდის
  • ეპილოგი. მოგონებებში ჩაფლული მოხუცი ტირანი
  • იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის მეტსახელები და კოდური სახელები
  • ილუსტრაციები
  • იოსებ სტალინის გენეალოგიური ხე
  • რუკები
  • ავტორის შენიშვნები
  • სქოლიო