კალათა

დეტალურად

სტივენ ჰოკინგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მეცნიერია. ფიზიკოს-თეორეტიკოსის, კოსმოლოგის, კემბრიჯის ლუკასიელი პროფესორის სახელი დიდი ხანია გასცდა სამეცნიერო წრეებს. მის ნაშრომებს შორის მკითხველი ყველაზე უკეთ „დროის მოკლე ისტორიას“ იცნობს. გარდა ამისა, ჰოკინგს ეკუთვნის შრომები: „შავი ხვრელები და ახალშობილი სამყაროები“ (ესეების კრებული); „სამყარო კაკლის ნაჭუჭში“; ლეონარდ მლოდინოვთან ერთად დაწერილი „დროის უფრო მოკლე ისტორია“ და „დიდი პროექტი“. მეცნიერს მოპოვებული აქვს უამრავი პროფესიული თუ საპატიო ჯილდო. თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში სტივენ ჰოკინგი მსუბუქი იუმორით მოუთხრობს მკითხველს თავისი ცხოვრების უმთავრესი და საინტერესო მომენტების შესახებ. „ჩემი აზრით, ყველა ეს თამაში, მატარებლებთან, გემებსა და თვითმფრინავებთან ერთად, იმის შეცნობის წყურვილით იყო გამოწვეული, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სისტემა და როგორ შეიძლება მისი მართვა. მას შემდეგ, რაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მივიღე, ეს მისწრაფება სრულად დაემთხვა ჩემს კვლევებს კოსმოლოგიის სფეროში. როდესაც გესმის, როგორ მოქმედებს სამყარო, მაშინ, გარკვეული თვალსაზრისით, მისი მართვაც შეგიძლია.“
  • ყდა
  • თავფურცელი
  • 1. ბავშვობა
  • 2. სენტ-ოლბენსი
  • 3. ოქსფორდი
  • 4. კემბრიჯი
  • 5. გრავიტაციული ტალღები
  • 6. დიდი აფეთქება
  • 7. შავი ხვრელები
  • 8. კალტექი
  • 9. ქორწინება
  • 10. დროის მოკლე ისტორია
  • 11. მოგზაურობა დროში
  • 12. წარმოსახვითი დრო
  • 13. საზღვრების გარეშე
  • სქოლიო