კალათა

დეტალურად

ჯონ გოლდტვეიტი ამერიკელი ფსიქოლოგი, ტრანსფსიქოლოგიის სპეციალისტია, რომელმაც მღვდლის წოდება მიიღო. მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი თავისა და რეალობის ბუნების შეცნობისკენ ისწრაფოდა, სწავლობდა რელიგიის საფუძვლებს, ფიზიკას, ფილოსოფიას, იოგას, მუშაობდა ფსიქოთერაპევტად, შეითვისა ძენ-ბუდიზმის პრაქტიკა იაპონიაში და დიდი ხნის განმავლობაში მით იყო დაკავებული, სანამ 1981 წელს ბედმა იგი სატია საი ბაბასთან არ მიიყვანა, რომელიც მისი ჭეშმარიტი გურუ გახდა. აითვისა რა ავატარის სწავლება, მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავა გულის გამწმენდი სულიერი პრაქტიკა. მასში კარგად არის შეთავსებული დასავლური ფსიქოლოგია და უპანიშადების ერთიანობის უძველესი ფილოსოფია. ამ პრაქტიკის დახმარებით შესაძლებელია ჩვენი გულების ჩამკეტი ამქვეყნიური მიბმულობებისაგან დახსნა, რომ გულები ჩვენი ჭეშმარიტი “მე”-სთვის – სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის – გაიხსნას. თქვენ ისწავლით, როგორ უნდა მოსპოთ მრისხანების, დეპრესიის, ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზები, როგორ გათავისუფლდეთ სხვადასხვა სურვილებისგან და გრძნობებზე და გონებაზე კონტროლს დაეუფლოთ. შეძლებთ გააცნობიეროთ, რომ ის სამყარო, რომელსაც გარეშედ და თქვენგან განცალკევებულად თვლით, სინამდვილეში თქვენი ანარეკლია, სარკეა, რომლის დანიშნულებაა ღმერთისკენ მიმავალ გზაზე მიგითითოთ. აღმოაჩენთ, რომ მთელი თქვენი წარმატებები და წარუმატებლობები, ადამიანებთან დამოკიდებულებები, უბედურებები, სურვილები, ავადმყოფობები, გრძნობები, სირთულეები – ერთი სიტყვით, მთელი გამოცდილება, რასაც გადიხართ, სიყვარულის მასწავლებელი ხდება.
  • შესავალი
  • თავი 1. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება
  • თავი 2. მცდარი „მე“
  • თავი 3. სიყვარულის პრაქტიკა
  • თავი 4. როგორ ვქმნით საკუთარ „რეალობებს“
  • თავი 5. გონება და აზრები
  • თავი 6. გრძნობები და სურვილები
  • თავი 7. ადამიანები და სიტუაციები როგორც სარკეები
  • თავი 8. სიზმრები და ხედვები
  • თავი 9. ავადმყოფობები
  • თავი 10. მასწავლებელი
  • თავი 11. მცდარი „მე“-საგან გათავისუფლება