კალათა

დეტალურად

შვეიცარიელი მწერლის, პეტერ ბიქსელის ამ წიგნში შეხვდებით უცნაურ პერსონაჟებს; გაიცნობთ, მაგალითად, გამომგონებელს, რომელიც თავიდან იგონებს უკვე არსებულ საგნებს; ურწმუნო თომას, რომელიც გადაწყვეტს შეამოწმოს, მართლაც მრგვალია თუ არა ჩვენი პლანეტა; კაცს, რომელსაც სურს, ისეთი რამ იცოდეს, რაც დედამიწის ზურგზე სხვას არავის ეცოდინება და ამიტომ ითვლის და იმახსოვრებს შენობებში კიბის საფეხურების რაოდენობას... ქართულ ენაზე ბიქსელის პროზა წიგნად პირველად გამოდის, თუმცა მისი ცალკეული მოთხრობების თარგმანები არაერთხელ გამოქვეყნებულა პერიოდულ პრესაში, ხოლო რამდენიმე მოთხრობა შევიდა როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით 2009 წელს გამოცემულ კრებულში „ამერიკა არ არსებობს. გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია“.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • მთარგმნელის წინათქმა
  • დედამიწა მრგვალია
  • მაგიდა მაგიდაა
  • ამერიკა არ არსებობს
  • გამომგონებელი
  • მეხსიერების მქონე კაცი
  • მოკითხვა იოდოკისგან
  • კაცი, რომელსაც არაფრის ცოდნა აღარ უნდოდა