კალათა

დეტალურად

ამერიკელი ჟურნალისტი, ლოურენს სკოტ შიითსი - „როიტერის“ კავკასიური რეგიონული ბიუროს განყოფილების ჟურნალისტი - წლების განმავლობაში აკვირდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. ამზადებდა რეპორტაჟებს აფხაზეთის, ჩეჩნეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის ომებიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან. მისი სიუჟეტები გადიოდა „ბიბისიზე“, იბეჭდებოდა ისეთ ცნობილ გაზეთში, როგორიცაა „ნიუ-იორკ თაიმსი“, გადაიცემოდა რადიოთი. ამ წიგნში ჟურნალისტის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგად დაგროვილი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. აღწერილია, როგორი თავზარდამცემი გამოდგა საბჭოთა იმპერიის ნგრევა მათთვისაც კი, ვინც მის დაშლაზე ოცნებობდა, და როგორ მოჰყვა ამ იმპერიის ნანგრევებში ათასობით, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • თავი I. მშვიდობით, ლენინგრადო, მშვიდობით, იმპერიავ!
    • სამოქალაქო ომი ჩემი სახლის წინ
    • ჩვენი კომუნალური ბინა
    • „კაგებეშნიკის“ ცრემლები
    • ორცოლიანი ბანდიტი და ღილების ოსტატი
    • იმპერიის უკანასკნელი საათები
  • თავი II. საქართველო: ანარქია სამოთხეში
    • არავის დაუწყია ეს ომი
    • გაქცევა
    • ხუთჯერ დამარხული: ამბოხებულები შავი ნეილონის „ჩულქებში“
    • ცოტა რამ ომზე
  • თავი III. აზერბაიჯან-სომხეთის ომი
    • აზერბაიჯანი: გადამრჩენელი ხალიჩები
    • სომხეთი: არარატის მწვერვალის გახუნებული ფეროტიპი
    • აზერბაიჯანი: შიშ-ქებაბის ომი და აღმოსავლური დემოკრატია
  • თავი IV. ჩეჩნეთი: დეპორტაციის ექო
    • ხელყუმბარებით ჟონგლიორობა
    • გროზნო
    • სამი თავისუფლებისმოყვარე ქალი
    • გაუჩინარება
    • სამი ბიჭი, რომლებიც მოწამეობრივ სიკვდილს ეძებდნენ
  • თავი V. რელიგიის დაბრუნება: ათეიზმის მარცხი
    • უსახელო ძვლების გროვა
    • სუკ-ის ეკლესია და თანამედროვე წმინდანები
  • თავი VI. ცენტრალური აზია: წითელი სულთნების აღზევება
    • უზბეკეთი: ამ კითხვას ვერ ვუპასუხებ
    • ავღანური ინტერლუდია
    • დოქტორ მოროს კუნძული
  • თავი VII. რევოლუციები, ჩრდილოეთის ირემი და რადიაცია
    • ალმოდებული სავარძელი
    • ულტების უკანასკნელი სიმღერა
    • მშობლიური ჩერნობილი
    • გზა სკოლისაკენ
  • თავი VIII. იმპერიის ეპილოგი
  • ავტორის ფოტოარქივიდან
  • სქოლიო