კალათა

დეტალურად

რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები

მარკ ჰედონი

გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მთარგმნელი ეკატერინე სუმბათაშვილი

რომანი

თარგმანი ინგლისურიდან

თხუთმეტი წლის კრისტოფერ ჯონ ფრენსის ბუნმა ზეპირად იცის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი, ყველა მარტივი რიცხვი 7057-მდე და უამრავი სხვა რამ. ბიჭს ძალიან უყვარს და ეცოდება ცხოველები, აი, ადამიანებისა და მათი გრძნობებისა კი ბევრი არაფერი გაეგება; ვერ იტანს შეხებას და კიდევ – ყვითელ ფერს. ერთ ღამეს კრისტოფერი მეზობლის ძაღლს მკვდარს პოულობს და იწყებს გამოძიებას, რომლის დროსაც ბიჭი უამრავ სიძნელეს გადაიტანს და ბევრ საიდუმლოს ამოხსნის. „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უცნაური ამბები“ ბრიტანელი მწერლის, ილუსტრატორისა და სცენარისტის, მარკ ჰედონის გახმაურებული წიგნია. ავტორი ახალგაზრდობაში რამდენიმე წელი მუშაობდა აუტისტური სპექტრის ბავშვებთან, რამაც განაპირობა ასპერგერის სინდრომის მქონე კრისტოფერ ბუნის პერსონაჟის დამაჯერებლობა. წიგნი უიტბრედის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია; ასევე მიღებული აქვს „გარდიანის“ პრემია, როგორც საუკეთესო საბავშვო რომანს, და მრავალი სხვა პრიზი. ავტორი ბუკერის პრემიის კანდიდატების თავდაპირველ სიაშიც მოხვდა.
  • 2
  • 3
  • 5
  • 7
  • 11
  • 13
  • 17
  • 19
  • 23
  • 29
  • 31
  • 37
  • 41
  • 43
  • 47
  • 53
  • 59
  • 61
  • 67
  • 71
  • 73
  • 79
  • 83
  • 89
  • 97
  • 101
  • 103
  • 107
  • 109
  • 113
  • 127
  • 131
  • 137
  • 139
  • 149
  • 151
  • 157
  • 163
  • 167
  • 173
  • 179
  • 181
  • 191
  • 197
  • 199
  • 211
  • 223
  • 227
  • 229
  • 233
  • დანართი
  • სქოლიო