კალათა

დეტალურად

ეს „მოკლე“ ისტორია ანტიკურ ხანაში იწყება და ჩვენს თანამედროვეობაში სრულდება. ავტორი, ნაიჯელ უორბერტონი, ქრონოლოგიურად მოგვითხრობს ფილოსოფიის განვითარების გზას და გვაცნობს იმ ფილოსოფოსთა ცხოვრებას, იდეებსა თუ ნაშრომებს, რომელთაც კაცობრიობის აზროვნების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი მიუძღვით. მკითხველი აღმოაჩენს, რომ ის საკითხები, რომლებიც სხვადასხვა დროში წამოჭრეს ფილოსოფოსებმა დღესაც აქტუალურია, განურჩევლად იმისა, ძველ საბერძნეთში მსჯელობდნენ მათზე, თუ ოცდამეერთე საუკუნის ევროპაში. ავტორი გვარწმუნებს, რომ ფილოსოფია ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია და ისევე, როგორც ათენის ქუჩებში მოსიარულე სოკრატე, ისიც, სვამს შეკითხვებს, გვიწვევს სამსჯელოდ, მოგვიწოდებს ვიაზროვნოთ. „ფილოსოფია – მოკლე ისტორია“ ორმოც თავს აერთიანებს, დაწერილია მოზარდებისთვის გასაგები ენით და საინტერესო იქნება უფროსი ასაკის მკითხველისთვისაც.
  • თავი 1. კაცი, რომელიც კითხვებს სვამდა. სოკრატე და პლატონი
  • თავი 2. ჭეშმარიტი ბედნიერება. არისტოტელე
  • თავი 3. არაფერიც არ ვიცით. პირონი
  • თავი 4. ბილიკი ბაღში. ეპიკურე
  • თავი 5. ვისწავლოთ უდრტვინველობა. ეპიქტეტუსი, ციცერონი, სენეკა
  • თავი 6. ვინ გვმართავს? ნეტარი ავგუსტინე
  • თავი 7. ფილოსოფიის ნუგეში. ბოეთიუსი
  • თავი 8. სრულქმნილი კუნძული. ანსელმი და აკვინელი
  • თავი 9. მელა და ლომი. ნიკოლო მაკიაველი
  • თავი 10. აუტანელი, სასტიკი და ხანმოკლე. თომას ჰობსი
  • თავი 11. იქნებ მესიზმრება? რენე დეკარტი
  • თავი 12. ფსონს ჩამოდი. ბლეზ პასკალი
  • თავი 13. ლინზების ოსტატი. ბარუხ სპინოზა
  • თავი 14. უფლისწული და ხარაზი. ჯონ ლოკი და თომას რიდი
  • თავი 15. სპილო ოთახში. ჯორჯ ბერკლი (და ჯონ ლოკი)
  • თავი 16. მჯობთა მჯობი სამყარო? ვოლტერი და გოტფრიდ ლაიბნიცი
  • თავი 17. წარმოსახვითი მესაათე. დევიდ იუმი
  • თავი 18. თავისუფლებისთვის დაბადებული. ჟან-ჟაკ რუსო
  • თავი 19. რეალობა ვარდისფერი ელფერით. იმანუელ კანტი (1)
  • თავი 20. რა მოხდება, ყველა ასე რომ იქცეოდეს? იმანუელ კანტი (2)
  • თავი 21. სრული ნეტარება. ჯერემი ბენტამი
  • თავი 22. მინერვას ბუ. გეორგ ვ. ფ. ჰეგელი
  • თავი 23. რეალობის გაელვებანი. არტურ შოპენჰაუერი
  • თავი 24. გარემო, სადაც იზრდები. ჯონ სტიუარტ მილი
  • თავი 25. უგუნური ჩანაფიქრი. ჩარლზ დარვინი
  • თავი 26. მსხვერპლად შეწირვა. სიორენ კირკეგორი
  • თავი 27. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! კარლ მარქსი
  • თავი 28. მერე რა? ჩ. ს. პერსი და უილიამ ჯეიმზი
  • თავი 29. ღმერთის სიკვდილი. ფრიდრიხ ნიცშე
  • თავი 30. შეფარული ფიქრები. ზიგმუნდ ფროიდი
  • თავი 31. საფრანგეთის ამჟამინდელი მეფე მელოტია? ბერტრან რასელი
  • თავი 32. ძირს! ვაშაა! ალფრედ ჯულზ აიერი
  • თავი 33. თავისუფლების სატანჯველი. ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი და ალბერ კამიუ
  • თავი 34. ენით მონუსხული. ლუდვიგ ვიტგენშტაინი
  • თავი 35. კაცი, რომელიც კითხვებს არ სვამდა. ჰანა არენდტი
  • თავი 36. ვსწავლობთ შეცდომებზე. კარლ პოპერი და თომას კუნი
  • თავი 37. უმართავი მატარებელი და არასასურველი მევიოლინე. ფილიპა ფუტი და ჯუდიტ ჯარვის ტომსონი
  • თავი 38. სამართლიანობა უმეცრების მიღმა. ჯონ როულზი
  • თავი 39. შეუძლიათ თუ არა კომპიუტერებს ფიქრი? ალან ტიურინგი და ჯონ სერლი
  • თავი 40. დღევანდელი მაწუხელა. პიტერ სინგერი
  • სქოლიო