კალათა

დეტალურად

სახლის მოწყობის ტრადიციული ელემენტები

ქართული სახლი

გამომცემლობა ელკანა

დარგობრივი

რა არის მთავარი სტუმრისათვის, როცა იგი ოჯახურ სასტუმროში ისვენებს? მყუდრო გარემო, კომფორტი, სისუფთავე და ბევრი სხვა რამ... ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, სტუმარმა იგრძნოს იქაური გარემოს „გემო“ (არა მარტო კულინარიული), რომელ კუთხეშიც ისვენებს. საცხოვრებელი ხომ ჩვენი ცხოვრების ანარეკლია. ყოველი ერის საცხოვრებელი სახლი გამოხატავს მის ხასიათს, ცხოვრების წესს, ესთეტიკას, სულიერ წყობას... საცხოვრებელი სხვადასხვა დეტალისაგან შედგება – იქნება ეს ღობე და ჭიშკარი (საიდანაც იწყება საცხოვრებელი), ეზოს კეთილმოწყობის დეტალები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები თუ სხვა. ეს ბროშურა არის მცდელობა, დაგეხმაროთ თქვენი სტუმრებისათვის განკუთვნილი გარემოს მოწყობაში. იმედია, წინამდებარე ნიმუშები თქვენთვის საინტერესო იქნება და, თქვენივე ხელით, ოჯახურ პირობებში დამზადებული ნაკეთობების წყალობით, თქვენს სასტუმროში ქართული გარემო შეიქმნება. გისურვებთ წარმატებებს.
  • შესავალი
  • სკამი
  • ძელსკამი
  • დიდი მაგიდა
  • მაგიდა
  • კედლის თარო
  • თარო-კარადა
  • საწოლი
  • ტახტი-სკივრი
  • კაჩხა (საკიდარი)
  • სარკე
  • ტორშერი
  • მოაჯირი
  • კიბეები
  • ეზოს კეთილმოწყობა
  • ჭიშკარი
  • განმარტებები